ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ბოლო წლების განმავლობაში ლოს–ანჯელესში დამკვიდრდა. ხუთი წლის წინ „ლეომ“ ამ ქალაქის შემოგარენში ძვირადღირებული ვილა შეიძინა.
მსახიობს პირადი საქმეების გამო ნიუ–იორკში ყოფნა ხშირად უწევს. მას სასტუმროებში გაჩერება მობეზრდა და საკუთარი ბინის ყიდვა გადაწყვიტა.
ამერიკული მას–მედიის ინფორმაციით, ბატონმა ლეონარდომ, ნიუ–იორკის „Battang Park City”-ის მრავალბინიან კომპლექსში აპარტამენტები შეიძინა.
ლეოს ბინის ფანჯრები მდინარე ჰუძონს გადაჰყურებს. თავად საცხოვრებელ სახლს საკუთარი საცურაო აუზი, ფიტნეს–ცენტრი, მაღაზიები, კაფე, სასეირნო ტერასები და ძაღლების გასასეირნებელი მოედანი გააჩნია.
ლეონარდო დიკაპრიო ახალ ბინაში ცხოვრებას არ აპირებს. ის ამ შენობაში მხოლოდ ნიუ–იორკში სტუმრობისას გაჩერდება.
ავტორი