“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, საბურთალოს სასაფლაოზე, ტრაგიკულად დაღუპული მამის გვერდით დაკრძალეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებიდან დაკრძალვაზე არავინ მისულა.
ლექსო 11 ივლისს დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს.
შსს ოპერატორის გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს.
ჟურნალისტთა კორპუსი ლაშქარავას გარდაცვალების გამო ქუჩაში გავიდა, მედია და საზოგადოება პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს.