ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, ლერი აბულაძემ (63 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში აბულაძემ თურქ აჰმეტ უაირს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
გადამწყვეტ ბრძოლამდე მან ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1), რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი თიბილოვი (7:3) და ირანელი ალირეზა ნეჯათი (7:3) დაამარცხა.
წყარო: sportall.ge