ფაროსანასთან საბრძოლველად სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს, _ ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახლა ზამთრის პერიოდია და ღონისძიებების გატარება შედეგს არ მოიტანს.
„მომავალი სეზონისთვის ჩვენთან იქნებიან დონორები. მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელსაც გავაძლიერებთ, ეს არის ზოგადად სამეცნიერო მიმართულება, მათ შორის, ბიოლოგიური კონტროლის გახორციელების შესაძლებლობის შესწავლა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.