“მთავარის” ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც მთავარს სუს-ში უთხრეს, ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ანტიკორუფციულ სააგენტოში, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით იკითხებიან.
ლევან დავითაშვილი ბოლო წლებში ეკონომიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერის პოსტს იკავებდა. მან თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა.



































































