ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
“მინდა საქართველოს მოქალაქეებს ფერისცვალების დღესასწაული მივულოცო. ქრისტე არის სიყვარული, სიკეთე. ვართ ბახმაროში, ფერისცვალების ეკლესიაა, მნიშვნელოვანი გურულებისთვის, ტრადიციული დღესასწაულია. ტრადიციულად აქ იმართება დოღი და წელიწადში ერთხელ არის ზეიმი ბახმაროში და შესაბამისად აქ, ფერისცვალების ეკლესიაში ვხვდებით და აქედან მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.































































