უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას შესახებ მსჯელობას არ ელოდება და მიმდინარე საკითხები განიხილება.
ამის შესახებ კობერიძემ ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა, დადგება თუ არა დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი.
„არ ველოდები, რომ დღეს ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება. საკითხები არის მიმდინარე, სხვადასხვა, წლის დასაწყისში რაც არის განსახილველი გუნდის შიგნით. არ ველოდები ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მსჯელობას“, – განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება კითხვას კორუფციულ გარიგებაში ბესელიას შესაძლო მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, კობერიძის თქმით, „ამ საკითხზე არაფერი გაუგია“.
„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება.
1tv.ge