“ქართული ოცნებიდან” დეპუტატების გასვლა გრძელდება _ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი ლევან კობერიძემ დატოვა.
დეპუტატმა საკუთარი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გაახმოვანა.
კობერიძის თქმით, მისი გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება.
დეპუტატმა დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 _ წინააღმდეგი იყო.