https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლევან მამალაძე: “ვარდების რევოლუცია” _ ეს იყო გადატრიალება სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით”

20:15; 5.06.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

1994 -2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში, ლევან მამალაძე სამშობლოში რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ დაბრუნდა.

“გურია ნიუსი” ლევან მამალაძეს მშობლიურ სოფელში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხევში შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი “ვარდების რევოლუციით” დავიწყეთ…

_ “ვარდების რევოლუცია” სიმბოლური დასახელებაა _ ეს იყო გადატრიალება სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლების ხელში ჩაგდებამდე იყო აბსოლუტურად სხვა პერიოდი _ ჯერ, საბჭოთა კავშირი როცა იშლებოდა, საქართველომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა. ეს იყო გამსახურდიას პერიოდი და ამ მოძრაობაში მეც ვმონაწილეობდი. მაშინ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, სტუდენტი. შემდეგ დაიწყო შიდა დაპირისპირებები _ მოხდა ერთი გადატრიალება, რომელიც გამსახურდიას თავისივე მოყვანილმა ხალხმა შიგნიდან მოუწყო. შემდეგ ჩამოდის შევარდნაძე და იწყება სახელმწიფოებრივი შეტაკების პირველი ეტაპი.

თან ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება _ ახლა ყველა იხსენებს, რომ ის პერიოდი იყო ჩაბნელებული და მერე განათდა. ეს ასე არ იყო _ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესი დაიწყო, ერთ დღეში საქართველოს გამოურთეს ელექტროენერგია, გამოურთეს გაზი და მთელი საქართველო მძიმე დღეში აღმოვჩნდით.

ფაქტობრივად, შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას დაიწყო სახელმწიფო მშენებლობის პროცესი, ძალიან რთულ დროს. ამას ემატება აფხაზეთის ომი, სამხრეთ ოსეთი… რეგიონებმა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს.

ცალკე თემაა, იყო თუ არა საჭირო სამხედრო ღონისძიების გატარება _ ძველი დროის განსჯა ძალიან რთულია და ეს ცალკე სამსჯელო თემაა.

შემდეგ, სწორედ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ცნეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. მაშინ დაიწყო შეერთებულმა შტატებმა დახმარება ხორბლით, წამოვიდა ფინანსური დახმარებები; მაშინ ჩამოყალიბდა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. თუკი დღეს ჩვენ გაგვაჩნია რაღაც, რასაც ჰქვია ქართული სახელმწიფო, მისი კონსტრუქცია, ჩამოყალიბდა პრეზიდენტ შევარდნაძის დროს. თუ გინდ გეოპოლიტიკურ ნაწილში _ ეს არის ევროკავშირი, ნატოში შესვლა… სანდოობა ჩრდილოეთის მიმართ ყოველთვის იყო საეჭვო და დასავლეთთან დაკავშირება იძლეოდა იმის საშუალებას, რომ საქართველო უფრო დაცული და განვითარებული ქვეყანა ყოფილიყო. მაშინ ჩამოყალიბდა მთლიანად ეს სისტემა, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ.

შევარდნაძეს უყვარდა ახალგაზრდების მოზიდვა. ეს იყო იგივე ჩვენი გუნდი _ ჟვანია, მე, კიდევ სხვები… ჩვენ შევარდნაძემ მოგვიყვანა გუნდში _ მე გუბერნატორად გამიშვა, ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარედ, მერე სააკაშვილი მოიყვანა. ხელით ატარებდა შევარდნაძე _ ჯერ დეპუტატად აირჩიეს, “მოქალაქეთა” ფრაქციის თავმჯდომარე იყო, მერე თვითონვე დანიშნა იუსტიციის მინისტრად.

შევარდნაძეს ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა უღალატეს პირველივე მომენტში. რაც გაუკეთეს გამსახურდიას, იგივე გაუკეთეს სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ედუარდ შევარდნაძეს. პრეზიდენტობის ბოლო ვადის წელიწადნახევარი რჩებოდა შევარდნაძეს და გააკეთეს ისე, რომ შეცვივდნენ პარლამენტში და ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს.

_ როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა ხელისუფლებას “ვარდების რევოლუციის” აღკვეთა?

_ ცოტა რთულია ამაზე საუბარი. მაშინ სახელმწიფო სიმტკიცე არ არსებობდა. უკანონო ქმედება უნდა ჩაეხშო ან პოლიციელს, ან უშიშროებას, ან სამხედრო ძალებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ის დრო იყო, როცა ყველა ვიღაცას მიეყიდა. მძლავრი სახელმწიფო ბერკეტები შევარდნაძემ არ ჩამოაყალიბა. ვფიქრობ, რომ ეს მისი შეცდომა იყო. ის არ ფიქრობდა, თუ მის მიერ მოყვანილი ადამიანები ასე გაწირავდნენ და ასეთი მეთოდით შეეცდებოდნენ სახელმწიფოს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ამის აღკვეთა, მაგრამ იმ ბოლო მომენტში ამის გაკეთება ძალიან ძნელი იყო. თან თვითონაც ისეთი პიროვნება იყო, რომ ამბობდა, მე არასდროს სისხლს არ დავღვრიო, თუმცა, სახელმწიფოს შენარჩუნება და ეს მომენტი ერთმანეთთან ხანდახან დაპირისპირებაში მოდის.

_ “ვარდების რევოლუციის” მომწიფების დროს, მომიტინგეებთან აქტიურად ჩნდებოდა რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. შევარდნაძეს, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, უკვე გამოცხადებული ჰქონდა საგანგებო მდგომარეობა. მაშინ ძალიან ბევრი იწერებოდა, რომ სწორედ, ივანოვის შუამავლობით გამართა შეხვედრა შევარდნაძემ ოპოზიციასთან, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, გადამდგარიყო. პრეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა.

თქვენ, როგორც შევარდნაძის გუნდის წევრი, როგორ აფასებთ ივანოვის თანამონაწილეობას იმ პროცესებში?

_ მაშინაც ისეთივე ბრძოლა მიდიოდა, როგორიც დღეს _ ვინ დაეპატრონებოდა საქართველოს: რუსეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ჩამოვიდა ივანოვი _ მას ჰქონდა სურვილი, რომ დაეფიქსირებინა და დაემტკიცებინა რუსეთის გავლენა საქართველოზე. უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი ყველაფერს შეჰპირდა მას და მისი მხარდაჭერაც ძალიან დიდი ჰქონდა მაშინ, როცა გადატრიალებას აწყობდნენ. ასე რომ, ივანოვის როლი მდგომარეობდა იმაში, რომ დაემტკიცებინა მისი გავლენა. ყველა ლიდერმა, რომელიც მაშინ მოვიდა, სააკაშვილის ჩათვლით, დაუდასტურა, ივანოვს, რომ ისინი არიან არა მხოლოდ ლოიალურები რუსეთი მიმართ, არამედ იმყოფებიან მისი გავლენის ქვეშ.

_ თქვენ რევოლუციის შემდეგ დატოვეთ საქართველო. რა მოხდებოდა, თუ საქართველოში დარჩებოდით?

_ რაც არ უნდა გამართლება ვეძებოთ, ჩვენ დავმარცხდით _ მათ შეძლეს ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მე გავეცალე სიტუაციას. ვთქვი, რომ მივდივარ. იურიდიულ აკადემიაში ასპირანტურაში ჩავაბარე, მაგრამ არ შემეშვნენ, არ დამანებეს თავი. თუმცა, ვეუბნებოდი, რომ თუ გაქვთ კონკრეტული პრეტენზია, მითხარით-მეთქი, მაგრამ დაიწყეს ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა და რეპრესიები. ამიტომ, ავდექი და წავედი.

_ თქვენი სახელი, იმ დროიდან მოყოლებული “ნაციონალური მოძრაობისთვის” და არამარტო მათთვის, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისთვისაც კორუფციასთან ასოცირდება. ისინი დღესაც “კორუფციის სიმბოლოდ” მოგიხსენიებენ…

_ არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეყრდნობა ჩემს ქონებრივ და საფინანსო დეკლარაციას, რომელსაც, როგორც თანამდებობის პირი, ვავსებდი 1997 წლიდან. მანქანა მყავდა, ბინა გამაჩნდა, მქონდა საბანკო ბარათი… ეს ყველაფერი გამოაცხადეს უკანონოდ.

ეს ხდება მაშინ, როცა 2003 წლის 23 ნოემბერს ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება. იმ დროს ჩვენ გავეცალეთ იქაურობას და ვიმყოფებოდით ბათუმში. დეკემბრის დასაწყისში კი, სააკაშვილის დავალებით დაიწყეს ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, თუმცა, სააკაშვილს იმდენად უნდოდა ჩემი ხელში ჩაგდება და განადგურება, რომ ამის უსაფუძვლოდ გახორციელება გადაწყვიტა. პროკურატურას მისცეს დავალება, პროკურატურამ კი ვერაფერი უკანონო ვერ მიპოვა. ყველას ახსოვს ეს გაპიარებული თემები _ ოქროს ზოდები, ნიანგები, ბეჰემოთები, რომელიც ჩემს საქმეში საერთოდ არ არსებობს _ ეს მხოლოდ პიარია. ჩემს საქმეში ეს თემები ერთი სიტყვითაც კი არ არის დაფიქსირებული. პროკურატურამ ჩემ მიერ ბიუჯეტიდან მითვისებული ერთი თეთრიც კი ვერ იპოვა _ კორუფცია თავისი შინაარსით ბიუჯეტიდან თანხების უკანონოდ მითვისებას, ან თანამდებობის ქვეყნის საზიანოდ გამოყენებას გულისხმობს _ ჩემთან მსგავსი ფაქტები ვერ იპოვეს.

მე 1997 წლიდან ჩემს ქონებრივ და საფინანსო დეკლარაციებს ვავსებდი სწორად, მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოცხადდა ეს დეკლარაციები უკანონოდ და დაიწყეს ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა.

მე ბოლნისის რაიონიდან მაჟორიტარი დეპუტატი გავხდი. მაშინ პროპორციული სისტემა დატოვეს, გააუქმეს მხოლოდ მაჟორიტარული და ისიც სააკაშვილმა მხოლოდ მე, ლევან მამალაძეს გამიუქმა. 2004 წლის იანვარში იყო დანიშნული ხელახალი არჩევნები და რადგან იცოდნენ, რომ გავიმარჯვებდი ისევ მე, სწრაფად აღძრეს საქმე. ნახეს ვიღაც ინდუსი, გაურიგდნენ და უთხრეს, რომ მიეცა ჩვენება ჩემ წინააღმდეგ. გაუმზადა პროკურატურამ რაღაც ტექსტი, გადაუგზავნა ფაქსით და ამ ადამიანმა გამოაგზავნა საქართველოში ინგლისიდან, თუმცა, ჩემზე აღძრული იყო უკვე საქმე.

ეს იყო პოლიტიკური დევნა. კადრები დევს იუთუბზე, სადაც სააკაშვილი პირველივე სხდომაზე ამბობს _ თქვენ რომ ამბობთ, შედეგი არ არისო, მამალაძე რომ არ ზის ამ დარბაზში, ეს არაა შედეგიო?! ესაა სწორედ პოლიტიკური დევნის შემადგენელი ნაწილი, ეს იყო სააკაშვილის ანგარიშსწორება ჩემ მიმართ. სწორედ მე ვამხილე სააკაშვილი 2003 წლის თებერვალში მთავრობის სხდომაზე კორუფციაში, შეგიძლიათ ამოიღოთ ჩანაწერი და ნახოთ, ფაქტების რამხელა ჩამონათვალია. სააკაშვილი ვამხილეთ, რომ მილიონნახევარი აიღო ინვესტორისგან და სახელმწიფო ქონების გასხვისება უნდოდა ვალების დაგროვებით, თანამდებობის პირი იყო, იუსტიციის მინისტრი და არწმუნებდა შევარდნაძეს, რომ მიეცათ ამ ვალებში მადნეული და კვარციტი. შევარდნაძემ დაგვავალა, გაარკვიეთ, რა ხდებაო. მე სულხან მოლაშვილს ვთხოვე საქმის გარკვევა. მოლაშვილი შევიდა კონტროლის პალატაში, შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილი იყო ეს ყველა დაგროვილი ვალი. ჩვენ დავიცავით სახელმწიფო საწარმო და სააკაშვილი გადაგვეკიდა ამის გამო. სულხანს რაც გაუკეთეს, იცით და მე იმაზე უარესი მელოდა.

ეს კონკურენცია არ იყო _ ეს იყო ანგარიშსწორება.

შემდეგ, სააკაშვილი როგორც კი პრეზიდენტი გახდა, ერთ კვირაში გადასცა რუსულ კომპანიას სახელმწიფო საწარმო, თავისი ოფშორული ფირმებით ჩაუჯდა წილებში და დღესაც იქაა წილში სწორედ ის სააკაშვილი, რომელიც ახლა სათუთი მოპყრობის ქვეშ ციხეში ზის თუ საავადმყოფოში მკურნალობს.

მაშინ მოისყიდეს ჟურნალისტები, მოისყიდეს ადამიანები, რომლებსაც უნდა ეთქვათ, მამალაძე ნიანგს ატყავებდა ან ბეჰემოთს. პიარი იყო ესეც და ხალხმა დაიჯერა. ეს იყო სულ.

ჩვენ უდიდეს რეპრესიები გავიარეთ. სააკაშვილის რეჟიმს შეეწირა ჩემი ოჯახის ორი წევრი _ მამაჩემი და ბიძაჩემი. ახლა აქ გურიაში ვიმყოფებით. ესაა ჩემი ბაბუის ბაბუის აშენებული სახლი. მაშინ, როცა მე უკვე წასული ვიყავი, მამაჩემთან თბილისში ყოველდღე მოდიოდა პოლიცია, ჩემი შვილები გამოყარეს სახლიდან, დედაჩემი ინფარქტამდე მიიყვანეს, გაეცალა მამაჩემი იქაურობას და ჩამოვიდა გურიაში. აქაც ჩამოვიდა გამომძიებელი ბიჭოშვილი და ეკითხებოდა, საიდან გაქვს ეს სახლიო _ ისიდორე მამალაძის აშენებული სახლი საიდან გაქვს, წარმოგვიდგინე ამის დამადასტურებელი საბუთიო. ამის ნიადაგზე მამაჩემს ინსულტი მოუვიდა და გარდაიცვალა.

_ თქვენ სამშობლოში პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ დაბრუნდით. “სააკაშვილის რეჟიმი” დიდი ხანია, აღარ არის. ამნისტიას ელოდებოდით, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყავით? გქონდათ თუ არა საქართველოში დაბრუნების მცდელობა აქამდე?

_ მცდელობა, რა თქმა უნდა, მქონდა. როცა სააკაშვილის რეჟიმი დასრულდა, მე პირველი ვიყავი პოლიტდევნილთა სიაში და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ამომიღეს იმ სიიდან. 2005 წელს უკრაინამ მომანიჭა პოლიტდევნილის სტატუსი. ადამიანებზე ეფექტის მოსახდენად რომ ამბობდნენ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ ლევან მამალაძესო, ინტერპოლმა თვითონ გამიუქმა ძებნა ისე, რომ მე ადვოკატიც არ დამიქირავებია. ნახეს ჩემი პირდაპირი ჩართვები, იცოდნენ, სად ვიყავი, ვიძლეოდი ინტერვიუებს, ჩემი ფეისბუქი ღია იყო, დაინახეს, რომ ეს მართლაც პოლიტიკური დევნა იყო და ამომიღეს საერთაშორისო ძებნიდან.

სამშობლოში ჩამოსვლის სურვილი, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ როგორ ჩამოვიდოდი, როცა პოლიტდევნილთა სიიდან ამომიღო იმ ხალხმა, რომლებიც მაშინ იყვნენ “ოცნებაში”?! ისინი იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის შემადგენელი ნაწილი, ურეიტინგო, განაწყენებული გარკვეული ჯგუფები და მათ ჩემს მიმართ ჰქონდათ ძალიან უარყოფითი განცდები, იმიტომ, რომ მე მათი მოწინააღმდეგე ვიყავი.

პოლიტდევნილთა სიაში 300 კაცი იყო, მაგრამ სულ ჩემს გვარს ატრიალებდნენ _ მამალაძე აქ არ უნდა ჩამოვიდესო. რატომ ატრიალებენ ჩემს გვარს, თუ აქ პოლიტიკური ინტერესი არ არის?! მე “ოცნების” ხელისუფლებაშიც კი სამართლებრივი მოქმედების უფლება არ მომეცა, რადგან პროკურატურასა და სასამართლოში იგივე ხალხი მუშაობს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს მუშაობდნენ.

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

_ არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ მე ამ ცხრამეტი წლის განმავლობაში მივიღე ცოდნა და შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება. უკრაინაში შევქმენით სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი, რომლითაც ვეხმარებოდით თანამდებობის პირებს, სახელმწიფო სტრუქტურებს პრობლემების შესწავლაში, ანალიზსა და მოგვარების გზების მოძიებაში; შესაბამისი ფორმულებისა თუ რეცეპტების შეთავაზებაში, რა უკეთესი იქნებოდა, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისთვის. მე ვარ ამ დარგის სპეციალისტი, ასევე, ვმუშაობ საერთაშორისო კონფლიქტების საკითხებში და ვარ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი. მინდა, რომ საქართველოს დავუდგე გვერდით. მე არც თანამდებობა მაინტერესებს, არც პოლიტიკაში მოსვლა _ ეგ ჩემთვის განვლილი პერიოდია. თანამდებობაც მქონდა და გავლენაც, გუბერნატორიც ვიყავი, 2-ჯერ პარლამენტის წევრიც. აღარ მაქვს ამის სურვილი. პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მე კი არ ვაპირებ ამ ბრძოლას, მაგრამ იმის სურვილი, რომ დავეხმარო საქართველოს, ნამდვილად მაქვს.

ლევან მამალაძე
გაზიარება20Tweet13Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

დაიშალა თუ არა გვარამია-ჯაფარიძის კოალიცია

10:29; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სიმონ ჯანაშია: ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, უნივერსიტეტები დაემორჩილონ ერთ პარტიას

10:11; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიას – თქვენ, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში

09:54; 15 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13 თებერვალი, 2026

გლობალური კლიმატური ცვლილებები და საქართველო

ასიათასობით გახარჯული ლარი და ნაომარს დამსგავსებული ტერიტორია

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო