https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გლობალური კლიმატური ცვლილებები და საქართველო

20:27; 5.06.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კორონავირუსის პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შეშფოთება გამოიწვია. ექსპერტები, უპირველეს ყოვლისა, ვარაუდობენ სასურსათო უსაფრთხოების საკითხების გამწვავებას. ამ ფონზე კიდევ უფრო დამამძიმებელია გლობალური კლიმატური ცვლილებების ზემოქმედება პლანეტის მოსახლეობაზე.

ექსპერტ-მკვლევარების აზრით, უახლოესი 50 წლის მანძილზე მოსალოდნელია ცენტრალური აფრიკის ქვეყნების გაუდაბნოება, რომელიც გამოიწვევს ამ ქვეყნებში სურსათის მკვეთრ დეფიციტს, ასევე, ვარაუდობენ ინდოეთისა და სამხრეთ ამერიკის რიგ ქვეყნებში გაუდაბნოების შედეგად მრავალი სამრეწველო კულტურების (ჩაი, ყავა) მოსავლის მკვეთრ შემცირებას.

განა გლობალური კლიმატური ცვლილებების შედეგი არაა ის პროცესები, რომელიც საქართველოში 2022 წლის მარტისა და აპრილში განვითარდა? დიდ თოვლიანობა, დაბალი ტემპერატურა, უხვნალექიანობა _ მაშინ თებერვალში აყვავებული და გამონასკვული თესლოვანი და კურკოვანი კულტურები დაბალი ტემპერატურისა და წაყინვების შედეგად სერიოზულად დაზიანდნენ. ასევე, შემთხვევითი არაა, როდესაც მაისის პირველ ნახევარში ინდოეთში 50 გრადუსამდე სიცხე დაფიქსირდა.

სამწუხაროდ ფაქტია, როდესაც კოვიდისა და ომების ფონზე მოსახლეობა გლობალური კლიმატური ცვლილებების ზემოქმედებას არაადეკვატურად აღიქვამს, არადა ექსპერტ-მკვლევარები გვაფრთხილებენ ამ გარდაუვალი მოვლენების საწინააღმდეგოდ სერიოზული სახელმწიფოებრივი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე.

გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს იწვევს ჩვენი გალაქტიკის შესვლა ექსტრემალური სინოპტიკური სიტუაციის ზონაში. ინგლისელი კლიმატოლოგის ჰიუბერტ ლემბის აზრით, თუ ტემპერატურის აწევის ტენდენცია შენარჩუნებული იქნება, მაშინ 2200 წლისთვის მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურის აწევა 6 გრადუსით.

დადგენილია, რომ დედამიწამ 400 ათასი წლის განმავლობაში მრავალჯერ განიცადა დათბობა-გაციების პროცესი, ახლა კი, უკვე 100 წელია, დედამიწაზე მიმდინარეობს უეცარი დათბობის ინტერგლაციალური პერიოდი.

ბუნებრივი პროცესებით გამოწვეულ გლობალურ პროცესებს ემატება ანთროპოგენური პროცესებით გამოწვეული სითბური ეფექტის გავლენა, რომელსაც იწვევს ატმოსფეროში სითბური ეფექტის გამომწვევი გაზების _  CO2, CH4, N20, SO2 და სხვათა რაოდენობის ზრდას.

საერთაშორისო ექსპერტების თქმით, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში გლობალური კლიმატური ცვლილებების შედეგად, ნალექების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, განსაკუთრებით, ჩრდილო ნახევარსფეროში. გახშირდა მოულოდნელი თავსხმა წვიმები, ქარიშხლები, მეწყერული მოვლენები და სხვა.

გლობალური კლიმატური ცვლილებები, ასევე, გამოიწვევს გვალვებს, ნიადაგის გაუდაბნოებას, მდინარეებისა და ტბების დაშრობას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემცირებას, ნიადაგის ეროზიის გაზრდას, ნავთობის საბადოების დაშრობას, ტყის ხანძრებს, წლის სეზონების დაკარგვას, ახალი ინფექციების წარმოშობას, ეკოსისტემების პროდუქტიულობის შემცირებას, სახეთა რიცხვის შემცირებას ან გაზრდას, მიწისძვრებს, ვულკანურ ამოფრქვევებს, ტორნადოების მატებას, რასაც სისტემატურად განიცდის მსოფლიო.

როგორც აღვნიშნეთ, გლობალური კლიმატური ცვლილებები ციკლური პროცესია და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. ამ პროცესების დაჩქარების ერთ-ერთ მიზეზად მოიაზრება პლანეტაზე მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა და ტექნიკური პროგრესი. მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნები საკვებზე, წყალზე, ტყის რესურსებზე, სამრეწველო პროდუქტებზე, ბუნებრივ რესურსებზე (ქვანახშირი, ნავთობი, გაზი, წიაღისეული და ა. შ.).

ტექნიკური პროგრესის შედეგად, ატმოსფეროს დამაბინძურებელ რეგიონებად ითვლებიან: აშშ _ 30,3%; ევროპა _ 27,7%; რუსეთი _13,7%; იაპონია _ 3,7%; ჩინეთი და ინდოეთი _ 12,2%; არაბეთის ნახევარკუნძული _ 2,6%; ავსტრალია _ 1,3%; აფრიკა – 2,5%; სამხრეთ ამერიკა _ 3,8%.

ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობამ, 1958 წელთან შედარებით, მოიმატა 13%-ით, 1750 წელთან შედარებით _ 25%-ით.

სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი, რომელიც სან დიეგოში მდებარეობს, აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფამ მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია _ 1 კუბურ მეტრ ჰაერში 410 მილილიტრი ნახშირორჟანგი დაფიქსირდა. ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდა ამაზონზე და ავსტრალიაში გაჩენილი არნახული ხანძრების ფონზე, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ, 1 კუბურ მეტრში ეს მაჩვენებელი 300 მილილიტრს არ ასცილებია.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა ელის საქართველოს გლობალური კლიმატური ცვლილებების შედეგად და რა უნდა გავაკეთოთ მისი ზემოქმედების შესამცირებლად? რა თქმა უნდა, დედამიწაზე მომხდარი ყველა ცვლილება საქართველოზეც აისახება, თუმცა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამო პროცესები ისეთი მძაფრი არ იქნება, როგორც ბევრ სხვა ქვეყნებში.

გლობალური დათბობა დედამიწის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვანაირად დაიწყო. ჩვენში გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიმჩნეოდა აუტანლად ცხელი ზაფხულები. არა ისეთი ინტენსივობით, როგორც ბოლო წლებში, მაგრამ დათბობის პროცესმა “მოახერხა” და დასავლეთ საქართველოში ნალექები 27 მმ-ით შემცირდა, აღმოსავლეთ საქართველოში _ 41მმ-ით. შესაბამისად, დასავლეთში საშუალო წლიური ტემპერატურა 2 გრადუსით გაიზარდა, აღმოსავლეთში კი 3 გრადუსით. თითქოს მცირე რიცხვია, სინამდვილეში კი კატასტროფული _ ერთი ცელსიუსით ტემპერატურის მომატება წყლის დონეს 15 სანტიმეტრით აწევას ნიშნავს. ამის ნათელი დადასტურებაა, როდესაც ამ პერიოდში შავმა ზღვამ კოლხეთის დაბლობის 600 ჰექტარი მიწა ჩარეცხა და გამოუყენებელი გახადა.

ყოველივე ამის შედეგად, ხელსაყრელი პირობები შეექმნება მავნებელ-დაავადებებს გავრცელებისთვის, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობაზე.

რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ გლობალური კლიმატური ცვლილებების შემთხვევაში?

კლიმატური ცვლილებების სრულად შეჩერება შეუძლებელია, თუმცა, პროცესი შემარბილებელი ღონისძიებების გახორციელების საშუალებით უფრო ადვილი სამართავი ხდება. შემარბილებელ ღონისძიებებში შედის : ატმოსფეროში თერმოაქტიური აირების, განსაკუთრებით CO2-ის ემისიის შემცირება, თბოენერგეტიკის ალტერნატიული დარგების პრიორიტეტული განვითარება, ენერგოეკონომიკური ტექნოლოგიების დანერგვა, დედამიწის მწვანე საფარის შენარჩუნება და გაზრდა.

ადაპტაციურ ღონისძიებებს მიეკუთვნება ეროზიის საწინააღმდეგო ჯებირების მშენებლობა, ქარსაცავი ზოლების გაშენება, საირიგაციო სისტემების მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შეცვლა, მშენებლობის მეთოდებისა და ტექნოლოგიების ცვლილება ისე, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს, ბუნებრივი რესურსების ყაირათიანი ხარჯვა, უნარჩენო წარმოებების დანერგვა და სხვა.

სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ცოცხალ ორგანიზმებს და მათ შორის ადამიანებს, ახასიათებთ ადაპტაციის უნარი. ამის დასტურია ისიც, რომ კაცობრიობამ ბევრ ცვლილებას გაუძლო _ გლობალური, ეკოლოგიური პრობლემაც მორიგი ეკოლოგიური ცვლილებაა, _ აღნიშნავენ ექსპერტები.

კაცობრიობის უპირველესი ამოცანაა, დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ადამიანის სამეურნეო მოქმედების შედეგად არ შემცირდეს მცენარეთა მწვანე საფარი, პირიქით, შესაძლებლობის ფარგლებში ის უნდა გაიზარდოს. მწვანე მასის შემცირება უეჭველად იწვევს ნივთიერებათა წრებრუნვის ნორმალური მიმდინარეობის დარღვევას, ბუნებაში არსებული შედარებითი წონასწორობის დარღვევასაც, ნიადაგის ნაყოფიერების დაცემასა და ადამიანისთვის სხვა მრავალი არასასარგებლო პროცესის წარმოშობას.

მწვანე მცენარეები, რომლებიც აწარმოებენ ფოტოსინთეზის პროცესს, წარმოადგენენ სიცოცხლის არსებობის, განვითარებისა და პროგრესის პირველწყაროს. ფოტოსინთეზი წარმოადგენს ჟანგვა-აღდგენით რეაქციას, რომლის დროსაც მიმდინარეობს ატმოსფეროდან მიღებული ნახშირმჟავა გაზის ურთიერთქმედება წყალთან, რომლის წყაროცაა ნიადაგი. ამ რეაქციას მივყავართ მწვანე ფოთოლში ხსნადი ნახშირწყლების (შაქარი) სინთეზისა და ატმოსფეროში ჟანგბადის გამოყოფამდე. (6CO2+6H2O+მზის ენერგია =C6H12O6+6O2).

დედამიწის მცენარეულობა ყოველწლიურად ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნის, დაახლოებით, 177 მილიარდ ტონა ორგანულ ნივთიერებას, აქედან 122 მილიარდი ტონა მოდის ხმელეთის მცენარეებზე, 55 მილიარდი ტონა კი _ მსოფლიო ოკეანის მცენარეულობაზე.

ნახშირბადის შეთვისებას მცენარეების მიერ თან ახლავს ატმოსფეროში ჟანგბადის გამოყოფა. ნახშირმჟავა გაზისა და ჟანგბადის აღსადგენად წყალბადის წყაროს წარმოადგენს წყალი. ფოტოსინთეზის შემდეგ ითვისებენ რა მცენარეები ნახშირბადს და გამოყოფენ ჟანგბადს, ისინი გამოყოფენ და შლიან ჩვენი პლანეტის მთელ წყალს დაახლოებით 2 მილიონი წლის განმავლობაში.

ყველაფერი ეს მოწმობს იმას, რომ ფოტოსინთეზი ჭეშმარიტად კოსმიური პროცესია, რომელმაც პლანეტის სახე ძირეულად შეცვალა.

ყველაფერი ის, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, ხაზს უსვამს მცენარის დიდ როლს ბუნებაში ნივთიერებათა წრებრუნვისთვის. ამას, შესაძლოა, ისიც დაემატოს, რომ მცენარეულობა დიდ გავლენას ახდენს კლიმატზე, წყალსატევებზე, ცხოველთა სამყაროსა და ბიოსფეროს სხვა წარმომადგენლებზე.

ძალზე დიდია მცენარეულობის როლი ადამიანის ორგანიზმისთვის _ ის არის ამოუწურავი წყარო მრავალი საკვები პროდუქტისა, ტექნიკური თუ სამკურნალო ნედლეულისა, სამშენებლო მასალისა და სხვა.

ამრიგად, გლობალური კლიმატური ცვლილებები სხვა გლობალურ პრობლემებთან (მშვიდობის შენარჩუნება, მოსახლეობის შიმშილისგან და ეპიდემიებისგან დაცვა, ავთვისებიანი სიმსივნეებისგან განკურნება, კორონა ვირუსი და სხვა) ერთად, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგან კლიმატური ცვლილებები, ისევე, როგორც პანდემია, არ ემორჩილება ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ საზღვრებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ბოლო ათწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრად გამოხატული გვალვები, დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის სხვაობის დიდი ამპლიტუდა, სეზონების ინდიკატორების დარღვევა _ ზაფხული შესაძლოა, იყოს ძალიან ცხელი, ზამთარი კი _ ძალიან თბილი; უხვნალექიანობა, სეტყვა, წყალდიდობები, მეწყერული პროცესები, ხანძრები, რამაც საქართველოს, როგორც გეოგრაფიულ ერთეულს, დიდი ზარალი მიაყენა.

კლიმატის გლობალური ცვლილებების ასაცილებლად (შესარბილებლად) 1992 წელს რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს 155-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონცეფციას კლიმატის ცვლილებების შესახებ. 1994 წელს საქართველო შეუერთდა ამ კონცეფციას. 1996 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოში შეიქმნა კლიმატის კვლევის ეროვნული ცენტრი.

კლიმატის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა შეაფასა საქართველოში კლიმატის ცვლილების გავლენის ინტენსივობა და საქართველოს მგრძნობელობა კლიმატის ცვლილებებისადმი. კერძოდ, გააანალიზა საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობის ცვლილება ბოლო 80-100 წლის მონაცემთა მიხედვით და დაადგინა ცვლილებათა ზოგადი ტენდენციები: ტემპერატურისთვის _ 0.50C დათბობა აღმოსავლეთ საქართველოში და 30C აგრილება დასავლეთ საქართველოში. ნალექების 10-15%-ით ზრდა საქართველოს ბარის მთელ რიგ რაიონებში და 15-20%-ით შემცირება კავკასიონის მთიან რაიონებში.

ამ ტენდენციათა გაგრძელებამ, შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სოფლის მეურნეობას. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის 1-20C-ით მომატების შემთხვევაში, მოსალოდნელია ხორბლისა და სიმინდის მოსავლიანობის 30%-მდე შემცირება, ხოლო დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაკლება საგრძნობლად შეზღუდავს სუბტროპიკული, სითბოს მოყვარული კულტურების წარმოებას. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის წარმოება ძირეულად უნდა გარდაიქმნას. უნდა გადაიხედოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დარაიონების ზონები. არსებული კულტურები უნდა შეიცვალოს ისეთი კულტურებით, რომელთა ვეგეტაციის ხანგრძლივობა შესაბამისობაში მოვა ზონის კლიმატის ცვლილებებთან.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გლობალური დათბობის კატასტროფა საქართველოს ისე არ შეეხება, როგორც სხვა ქვეყნებს. ჩვენი ქვეყანა ორ ზღვასა და ორ მთას შორის არის მოქცეული. სწორედ მათ დაიფარეს ჩვენი ქვეყანა ადრეული გამყინვარებისგან. ერთი მხრივ, კასპიისა და შავი ზღვის თბილმა ჰაერმა, მეორე მხრივ კი, კავკასიონისა და მესხეთის ქედების ფარმა საქართველოში გლობალური ყინულის მასა არ შემოუშვა, ასე იქნება ახლაც _ ზღვას ახასიათებს, ზაფხულობით ტემპერატურა შთანთქმა, ზამთარში კი გამოშვება, რაც პროცესებს დაარეგულირებს.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გლობალიზაციის პროცესში ჩართვა სასიკეთოდ წაადგება საქართველოს მოსახლეობას, თუმცა, ჯერჯერობით, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები ვერ აკმაყოფილებს “მდგრადი განვითარების” მოთხოვნებს. კონცეფცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და რომელსაც საქართველოც შეუერთდა, ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, როდესაც ახლანდელი თაობა არ შეუქმნის წინააღმდეგობებს მომავალ თაობებს ისე, რომ საფრთხის ქვეშ დააყენოს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

გლობალური კლიმატური ცვლილებების უარყოფით ზემოქმედებას, სამწუხაროდ, 2019-2020 წლებში კორონავირუსის მსოფლიო პანდემიაც დაემატა. ადამიანთა დანაკარგების გარდა, ქვეყნის იზოლაციამ ტურიზმის მნიშვნელოვანი შემცირება და ექსპორტ-იმპორტის კლება გამოიწვია, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებზე.

ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვამ სუბტროპიკულ ზონაში არსებული ისედაც მცირე შრომისუნარიანი მოსახლეობის სეზონურ სამუშაოზე (თურქეთი, საბერძნეთი და სხვა) წასვლა აკრძალა. ასევე, მოსალოდნელია, საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვიოს ამ ქვეყნებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის შეჩერება, რითაც, სამწუხაროდ, გაჯერებულია ქართული ბაზარი.

აქედან გამომდინარე, დროა, დავფიქრდეთ მოსალოდნელ სიძნელეებზე; დროა, ქვეყნის მოსახლეობამ გაააქტიუროს მუშაობა ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით; საჭიროა არსებული და მიგდებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება მარცვლეული, ბოსტნეული და მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად.

ასეთ პირობებში თითოეულმა გლეხმა, ფერმერმა თუ კომპანიამ, სახელმწიფოს მხარდაჭერითა და გვერდში დგომით, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს საკუთარი მოსახლეობის კვების პროდუქტებით დასაკმაყოფილებლად.

მივხედოთ ჩვენს სოფლებს და ავაღორძინოთ მიტოვებული კარმიდამო _ საქართველო საკუთარი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ამოქმედებით შეძლებს ევროპული დონის ეკონომიკის მქონე ქვეყნად ქცევას.

ზაურ გაბრიჩიძე, სმმ დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი

გლობალური კლიმატური ცვლილებებიზაურ გაბრიჩიძე
გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

ასიათასობით გახარჯული ლარი და ნაომარს დამსგავსებული ტერიტორია

"უკან არავინ დავიხევთ, ოღონდ ამ პრობლემას ეშველოს და მოგვარდეს!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო