როდესაც გავხდი იუსტიციის საბჭოს მდივანი, მე სასამართლოს სადავეები გამოვაცალე ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ეს სადავეები „ოცნებისთვის“ არ ჩამიბარებია, _ ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემაში „პირისპირ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა სასამართლო სისტემიდან წასვლა ღალატი იქნება.
„ვერ წარმოიდგენთ რამხელა წნეხს განვიცდი მე, ჩემი ოჯახი, მოხუცი მშობლები.
სახლში რომ მივდიოდი, კითხვის დასმასაც ვერ ბედავდნენ, როგორ ვიყავი და რა პრობლემები შეიძლებოდა შემქმნოდა.
ამის გამო, ვერ გავაკეთებ იმას, რომ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვა და ვერ მივცემ კომფორტს ვერც პოლიტიკურ პარტიებს და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებს“, _ აცხადებს მურუსიძე.