საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა სეზონის პირველი მედალი მოიპოვა – დურესში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ ჩემპიონობა იზეიმა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოჩიგავამ ატაცში 143 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი ერგო.
უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც 179 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი მოიპოვა. საუკეთესო იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 322 კილოგრამითაც, რამაც მას ჩემპიონობა მოიტანა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსკაციანი გუნდით გაემგზავრა.