ომში ვართ, სადაც სიკვდილ-სიცოცხლეს ვუყურებთ თვალებში. ძალიან ძნელია, როცა ადამიანი კონტაქტით შემოდის, მერე გიმძიმდება, სუნთქვა გიჭირს, გადადის აპარატზე და გიკვდება. სამწუხაროდ, ეს მომენტებიც გვაქვს. ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ ექიმებსაც, მედპერსონალსაც.
მე მესმის ყველას ამბიციის, მაგრამ ეს ამბიციები ყველამ უნდა დაიოკოს. ყველამ უნდა გადაყლაპოს თავისი ამბიცია, ცივი წყალი დალიონ ამ ამბიციასთან ერთად.
1 200 თანამშრომელი მყავს, იცი როგორი განცდა მაქვს? თითქმის ყველა ჩემი სტუდენტია, ვინც რეანიმაციაში მუშაობს. ის რომ დაინფიცირდეს, ის რომ აპარატზე გადავიდეს, მის დედას რა უნდა ვუთხრა. ამიტომ, გონს მოეგეთ სუყველა.