,,ძალიან მკაცრად და კვალიფიციურად გაკონტროლდება საინვესტიციო და ოპერაციული რისკები და ეს ყველაფერი იქნება საუკეთესო დასავლური სტანდარტების მიხედვით,” _ ეს განცხადება საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ ბიზნეს სექტორს საინვესტიციო საბჭოს წევრებთან საკმაოდ საინტერესო შეკითხვები ჰქონდა.
,,კითხვები იყო დაცულობაზე, ჩვენი სააგენტოს სტრუქტურაზე, პასუხები გავეცით ამომწურავად თუ როგორ იქნება დაცული ეს ყველაფერი, როგორ მოხდება ინვესტიციები, როდის დაიწერება საინვესტიციო პოლიტიკა. ეს ყველაფერი გაიწერება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში და ზუსტად ამის მიხედვით მოხდება ინვესტირება,” _ არნიშნა ლევან სურგულაძემ.
საინვესტიციო საბჭოს წევრები თბილისში სამ დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მათ უკვე დაიწყეს საინვესტიციო პოლიტიკის მონახაზზე მუშაობა, მსჯელობენ უფროსი საინვესტციო ოფიცრის კანდიდატურაზე და რისკის სტრუქტურის საკითხებზე.
(R)