ლევან ვასაძე იუთუბიზე ახალ მიმართვას ავრცელებს. ვასაძე კინოთეატრებში ჩვენ მაინც ვიცეკვებთ. ჩვენების გამო თავის მეგობარს საყვედურობს.
“ მინდა მივმართო ექვსივე კინოთეატრის მფლობელს, ჩემს მეგობარს გია ბაზღაძეს, რომელსაც მე კაცად ვიცნობ… მე ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ შენს კინოთეატრებში ამ საშინელი ფილმის ჩვენება იგეგმებოდა. თუ ამ აგრესიულმა სექტამ ეს შენ როგორმე დაგაძალა და დაგაშინა, გამოდი და თქვი და მთელი საქართველო გვერდით დაგიდგებით.“ – ამბობს ლევან ვასაძე.
ინფორმაციისთვის, ამ კვირაში იგეგმება პირველი გეი-ფილმის ჩვენება საქართველოს ექვს კინოთეატრში. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ფილმის ჩვენება შეიძლება ჩაიშალოს, რადგან მისი გაშვებას რამდენიმე ორგანიზაცია ცდილობს.