პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი პარაოლიმპიელებიც იასპარეზებენ.
9-18 მარტს კორეაში, ქალაქ პიოჩანგში ტარდება ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები, სადაც 41 ქვეყნის 670 სპორტსმენი მონაწილეობს.
9 მარტს, ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე, საქართველოს დელეგაცია ოლიმპიურ სტადიონზე ქართულ ეროვნულ დროშას პირველად წარადგენს.
ორი ქართველი პარაოლიმპიელი _ თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი თხილამურებით კროსში მიიღებენ მონაწილეობას და მათ ეკიპირებას “ლიბერთი ბანკი” უზრუნველყოფს.
(R)