ლიბიის დედაქალაქის, ტრიპოლის დასავლეთ სანაპიროზე 74 დაღუპული მიგრანტი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მიგრანტები მაშინ დაიხრჩვნენ, როდესაც ხმელთა შუა ზღვის გავლით ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჰარჩას მოსახლეობამ, რომელიც ტრიპოლიდან 45 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სამაშველო სამსახურს მას შემდეგ გამოუძახა, რაც სანაპიროსთან დანგრეული ნავი შენიშნეს.