“ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა”, _ ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, _იუწყება ipn.ge.
„ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე“, _ წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი თქმით ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.
„ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“, _ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.