ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა სიმონიტე აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლას twitter-ზე ეხმაურება.
პრემიერის თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს გვერდით დგანან.
“2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთი შეიჭრა საქართველოში.
11-დღიანი ომი დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასოდეს დამდგარა, რადგან დამშვიდება მხოლოდ აგრესორის მადას აძლიერებეს.
ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას, გმობს რუსეთის გრესიას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს ლიეტუვის პრემიერი.
ავტორი