ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკების მე-2 რაუნდის უშედეგოდ დასრულებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრილიუს ლანდსბერგისი Twitter-ზე ეხმაურება.
მისი თქმით, უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები ცუდ სიგნალს უგზავნის მეგობრებს და პარტნიორებს.
,,საქართველოში მედიაციისთვის მადლობელი ვარ კრისტიენ დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მისიის. იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს ცუდ სიგნალს უგზავნის მეგობრებს და პარტნიორებს. საჭიროა, ღრმად დაფიქრების პერიოდი,“ – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.