,,საქართველომ და უკრაინამაც უნდა მიიღონ MAP და NATO-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება”, _ ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ზე წერს.
“რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი “გამჭრიახობა” იმის შესახებ, რომ თითქოს უკრიანამ გაამწვავა სიტუაცია დონბასში, რათა მიეღო NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. კრემლის ყველა ამ “მანევრის” შემდეგ, ორივემ – საქართველომ და უკრაინამაც უნდა მიიღონ MAP და NATO-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება”, – წერს ლინკევიჩუსი.