ლიკა ბედინეიშვილმა ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა დაამთავრა.
ლიკამ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულიდან 51 აიღო.
ასევე, აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი ტურში 100 ქულიდან 89 ქულის აღება შეძლო. ვულოცავთ ლიკას და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ.































































