ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქროს მუხუროს დასახლებაში სტიქიის შედეგად საფეხმავლო ხიდი დაზიანდა.
დაზიანებული ხიდი, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილეებთან ერთად მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
„ეს საფეხმავლო ხიდი ლიხაურის ორ უბანს აკავშირებს ერთმანეთთან. სტიქიის შედეგად ხიდი დაზიანებულია, მაგრამ უახლოეს პერიოდში სრულად აღვადგენთ და განვაახლებთ. დღეს ადგილობრივებს შევხვდი, პრობლემას გავეცანი და ჩვენი გეგმები გავაცანი”, _ აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.
(R)