ტვ პირველის ინფორმაციით, ლილოს სამედიცინო ცენტრი გაქურდეს – წაღებულია სამედიცინო აპარატურა და კომპიუტერული ტექნიკა. როგორც თანამშრომლები ყვებიან, დილით სამსახურში მისულებს სათვალთვალო კამერები გათიშული იყო, კავშირის სადენები ჩაჭერილი, ხოლო, ექიმების ოთახები გაძარცვული დახვდათ.
როგორც ადგილზე “პირველებს” უყვებიან, ქურდობაში ეჭვმიმიტანილებს სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდათ გეგმა შედგენილი, რადგან იცოდნენ, როგორ უნდა ჩაეხხსნათ სამეთვალყურეო სისტემა, რომ ისინი კამერებში არ გამოჩენილიყვნენ. დილიდან ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც, კლინიკა თავდასხმის ობიექტი გახდა, წინა ორ შემთხვევაში სამედიცინო ცენტრში არასრუწლოვნები იყვნენ შესულები. ამიტომ სავარაუდოდ, ახლაც ქურდობა სწორედ არასრულწლოვენების მიერ განხორციელდა.
როგორც კლინიკის დირექტორი “პირველებთან ამბობს, საჭირო გამოკვლევების ჩატარებას სამედიცინო ცენტრში პრობლემები შეექმნა.
მეორე სართულის ფანჯრიდან არიან გადასულები. წაღებულია კომპიუტერები, ლეპტოპები, აპარატურა. ეს გახლავთ პოლიკლინიკა, როემლიც ემსახურება სადგღაც 7000-მდე ბენეფიციარს, რომელთაგან უმეტესობა არის სოციალურად დაუცველი. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ეს არის მესამე ძარცვა. წინა ორი შემხტვევაში იყვნენ არასრწულწლოვნები. ძალიან დიდი ზარალია ჩვენთვის. კამერები აგდაჭრილია”, – ამბობს კლინიკის დირექტორი.

































































