ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14 დღემდე, რაც ორი კვირის ტოლფასია, თქვენ ამ დროს შეგიძლიათ 8, 5 კილოგრამი “მოიშოროთ”.
თქვენ დაგჭირდებათ ორი ლიტრი მდუღარი წყალი და სამი ლიმონის წვენი. ამ ყველაფერს უნდა დაუმატოთ 14 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი და ნახევარი ჩაის კოვზი ცხარე წიწაკა. შემდეგ კი აურიოთ კარგად!
ლიმონის წვენი ხელს უწყობს სხეულიდან ცხიმისა და ტოქსინების მოშორებას, ხოლო ნეკერჩხლის სიროფი უზრუნველყოფს კალორიას, ვიტამინებსა და ელემენტებს, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის. თავის მხრივ, ცხარე წიწაკა ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას!
სხვა სასმელები, რომლებსაც მოიხმართ დღის განმავლობაში, მაგალითად, მწვანე ჩაი, ხელს შეუწყობს ტოქსინების აღმოფხვრას სხეულიდან. სხეულის ენერგიის შესაქმნელად დღეში 8-12 ჭიქა ლიმონადი მიიღეთ, რასაც დაახლოებით 800-1200 კალორიას უდრის!
დიეტის დაწყებიდან სამი დღით ადრე დაივიწყეთ ნახევრად მზა პროდუქტები და მიიღეთ მხოლოდ ახალი ხილი და ბოსტნეული.
ორი დღით ადრე დიეტამდე მიიღეთ თხევადი საკვები, ხოლო ერთი დღით ადრე მხოლოდ ახალი ფორთოხლის წვენი (მინიმუმ ორი ლიტრი დღეში).
უპირატესობები: თქვენ გაწმენდთ სხეულს ტოქსინებისაგან და სწრაფად დაკარგავთ წონას, კანი მიიღებს განსაკუთრებულ სიკაშკაშეს. თქვენ იქნებით უფრო ენერგიულები, ვიდრე აქამდე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ლიმონის დიეტა არ არის განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გულძმარვა და პეპტიური წყლული.