,,რუსეთში ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგოროს ეს ბიჭი. თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანასაც და მსოფლიოსაც.” – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა FOX NEWS-ის ეთერში განაცხადა.
“რუსეთში ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგოროს ეს ბიჭი. თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანასაც და მსოფლიოსაც. იმედი მაქვს, რომ რუსეთის ჯარში მოიძებნება უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი, ოღონდ, ჯერ მოუწევს იმ ბუნკერში შეღწევა, სადაც ეს ლოქორა ცხოვრობს.
ერთადერთი, ვისაც ამის გამოსწორება შეუძლია, არის რუსი ხალხი. ადვილი სათქმელია, ძნელი გასაკეთებელი. თუ არ გინდათ სიცოცხლის ბოლომდე სიბნელეში იცხოვროთ, იზოლირებული იყოთ დანარჩენი სამყაროსგან საშინელ სიღარიბეში, თქვენ უნდა მიიღოთ ზომები.
პუტინის ომის მანქანის ,,აქილევსის ქუსლი” ნავთობსექტორია და აშშ-მ რუსეთისგან გაზისა და ნავთობის შესყიდვა უნდა შეწყვიტოს“, _ განაცხადა სენტორმა.