35 წლის ლინდსი ლოჰანი სამსახიობო კარიერის განახლებას აპირებს.
კომპანია „ნეტფლიქსი“ აცხადებს, რომ მსახიობი და მომღერალი ახალ რომანტიკულ კომედიაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის მდიდარი, „განებივრებული“ გოგოს როლს შეასრულებს, რომელსაც სათხილამურო ინციდენტის შემდეგ ამნეზია დაემართება. ამის შემდეგ ის ახალგაზრდა კაცს და მის შვილს გაიცნობს.
ჯერ კიდევ უცნობია, ვინ განასახიერებს დანარჩენ პერსონაჟებს. ფილმის რეჟისორი კი ჯეინ დამიანე იქნება, რომელმაც სახელი საახალწლო სატელევიზიო ფილმების გადაღებით გაითქვა.
[sexy_author_bio]