საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორმა წევრმა მოიპოვა მედლებისთვის ბრძოლის შანსი. გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ფინალში ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალჩიკთან დამარცხა მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მის კარიერაში ეს პარიზის გრან სლემზე მოპოვებული მერვე მედალია.
რაც შეეხება 20 წლის გელა ზაალიშვილს (+100 კგ.), ის ბრინჯაოს მედლისთვის რუსი ინალ ტასოევს დაეჭიდა და მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი მედლის მოპოვება მოახერხა.
კიდევ ერთი შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (90კგ.) და მორიგ ოქროს მედალს დაეუფლა. ფინალში ის იაპონელ კენტა ნაგასავას დაუპირისპირდა და 2 წუთზე ნაკლები დასჭირდა ულამაზესი გდების შესასრულებლად.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლების მანძილზე დაუმარცხებელმა ტედი რინერმა საკუთარ კედლებში მარცხი განიცადა. მესამე წრეში იაპონელმა კოკორო კაგეურამ მოახერხა ლამაზი გდებით ცოცხალი ლეგენდის დამარცხება.