,,მსოფლიომ უნდა ისწავლოს გაკვეთილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან, აღარ “დაუშვას მსგავსი შეცდომა”, ამიტომ საჭიროა, უკრაინასთან ერთად გაძლიერდეს საქართველოსა და მოლდოვას დახმარება“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა განაცხადა.
,,ეს არის გამბედაობის დრო და არა სიფრთხილის.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად დასავლეთ ბალკანეთისა და ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო აქვთ საკმარისი შესაძლებლობები და გამძლეობა, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და შეინარჩუნონ თავისუფლება” – თქვა ლიზ თრასმა სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ზოგი ამტკიცებს, რომ მძიმე იარაღი უკრაინას არ უნდა მიაწოდონ, რადგან ამან მეტი პროვოკაცია არ გამოიწვიოს, თუმცა მინისტრი ამბობს რომ “უმოქმედობა იქნება ყველაზე დიდი პროვოკაცია”.
“მართალია, დიდი ბრიტანეთი ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე აგზავნიდა იარაღს და ატარებდა წვრთნებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ მსოფლიოს მეტი უნდა გაეკეთებინა შეჭრის შესაჩერებლად და ჩვენ მსგავს შეცდომას აღარასდროს არ დავუშვებთ. ზოგი მიიჩნევს, რომ არ უნდა მივაწოდოთ უკრაინას მძიმე იარაღი იმ შიშით, რომ ეს რუსეთის უარესს პროვოცირებას გამოიწვევს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა უმოქმედობაა ყველაზე დიდი პროვოკაცია”. – განცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ავტორი