ცოტა ხნის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს ცუდად გრძნობს და გადაადგილება უჭირს.
რადას დეპუტატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ელოდება 21 დეკემბრის აქციას, რათა დამტკიცდეს ქართველი ერის ერთიანობა. გარდა ამისა, კარგ შეფასებას აძლევს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.
ლიზა იასკოს თქმით, ექიმებმა საკააშვილს სთხოვეს რამდენიმე ვარჯიშის გაკეთება, მაგრამ პალატაში გადაადგილება უჭირს.
,,მიხეილ სააკაშვილი ემზადება 21 დეკემბრისთვის და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მოვიდეს, რათა დამტკიცდეს ქართველი ერის ერთიანობა. ის მოხარულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლით, პრეზიდენტმა პირველად ამდენი წლის განმავლობაში დაასახელა ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია _ ეს არის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისი.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა, რადგან ქვეყანას სჭირდება ცვლილებები იმისათვის, რომ განვითარდეს,_ განაცხადა ლიზა იასკომ.
21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, მისი თანამებრძოლები და მხარდამჭრები დიდი აქციას აანონსებენ.
ამ წუთებში მიხეილ საკააშვილთან მისი ადვოკატი, ნიკა გვარამია, იმყოფება, დღის ბოლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესვლას ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია გეგმავს.
[sexy_author_bio]