,,სააკაშვილის ჯანმრთელობა განადგურებულია არაადამიანური მოპყრობის გამო“, _ ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ, გორის სამხედრო ჰორპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდგომ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს ბევრი დრო დასჭირდება, ჯანმრთელობა რომ დაიბრუნოს.
,,სამწუხაროდ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ის არის სუსტად, რამდენიმე დღის წინ მე ვნახე და უკეთესად გამოიყურებოდა. ახლა ვხედავ, რომ მისი ჯანმრთელობა განადგურებულია იმ არაადამიანური მოპყრობის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, რაც გლდანის ციხეში გამოიარა. მე არ ვარ ექიმი და ვერ ვიტყვი რა მდგომარეობაა მის ორგანიზმში, მაგრამ ვხედავ, რომ ის არის სუსტად და აქვს სხვადასხვა სიმპტომი. ვფიქრობ, ბევრი დრო დასჭირდება, რომ ჯანმრთელობა დაიბრუნოს. მნიშვნელოვანია, რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ასევე, მოხდეს მისი გათავისუფლება“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
[sexy_author_bio]