მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ბავშვობაში დიდი „ახტაჯანა“ ვინმე ყოფილა და მისი ასაკის ბიჭებს ჩხუბში ტოლს არ უდებდა.
„ბავშვობაში მოკლედ შეკრეჭილი თმა მქონდა, შარვლითა და მაისურით დავდიოდი და ძირითადად სულ ბიჭებთან ვთამაშობდი. ერთხელაც ზაფხული იყუ და სადღაც ვისვენებდით.
დედა საქმით გახლდათ დაკავებული და უცებ ესმის ქალის კივილი: „ვისია ეს ბიჭი, პატრონი არ ჰყავს“. დედაჩემი ამ შემთხვევას მოგვიანებით შემდეგნაირად იგონებდა: „ხომ არ მყავდა ბიჭი, მაგრამ მექანიკურად წამოვედი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ შენზე იყო ლაპარაკი. მოვედი ფანჯარასთან, გადავიხედე და რას ვხედავ, ორი ბიჭი თმით გიჭირავს და თავებს ერთმანეთზე არტყმევინებ. უცებ მივხვდი, რომ ლიზას ვერ დაგიძახებ. მთლად შეიშლებიან იმ ბავშვების მშობლები და დავიძახე: „ირაკლი, ახლავე ამოდი სახლში.“
მამაჩემი ერთი პერიოდი ხუმრობით სულ ირაკლის მეძახდა, რადგან ფიქრობდა, რომ ბიჭი გაუჩნდებოდა და სახელიც შერჩეული ჰქონდა. მეც ირაკლის გაგონებაზე მივატოვე უზნეო საქციელი და სახლში წამოვედი ბოდიშის მოსახდელად“.