https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლობიანი, ფეხადობა – კიდევ, როგორ აღნიშნავდნენ ბარბარობას საქართველოს რეგიონებში

6:12; 17.12.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეა. ბარბარობას არაერთი ტრადიცია არის შემორჩენილი. მაგალითად დღეს დილიდანვე ცხვება ოჯახებში ლობიანები. mshobeli.ge-ისთან მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია) შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს ამ ტრადიციაზე.

“ ჩვენთვის უცნობია რაიმე სასწაული, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ლობიანისა და წმინდა ბარბარეს დაკავშირება. ეს სუფთა წარმართული ტრადიცია გახლავთ. მაგალითად, ხორბალი, მარილი პანაშვიდის ჟამს, ღვინო წირვისას, სეფისკვერი, კვერცხი სხვადასხვა სახით გამოიყენება, მაგრამ ლობიანის საღვთისმსახურო ან სიმბოლური დანიშნულება ეკლესიისთვის უცხოა.

კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებში გვხვდება ღვთაება ბარბალე, რომლის თაყვანისცემა სწორედ დეკემბრის თვეს ემთხვევა, თან ეს ღვთაება მდედრობითი სქესისაა. ბარბარე – ბორბ- თან, ბორბალთან, მრგვალ ფორმასთან, მზესთან იგივდებოდა(ასეთი თქმულებაც არსებობს), მას საქართველოს ყველა კუთხეში განადიდებდნენ. ბედის მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ. როგორი გუნებითაც შეხვდებოდა კაცი ბარბალეს დღესასწაულს, მთელი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათი დაჰყვებოდა. ისტორიკოს სერგი მაკალათიას თქმით: ბარბალეს მზესა და ბედს ერთად ურწყავდნენ. სვანებში – ბარბლაში, ზანები ბარბოლის უწოდებდნენ. ბარბალეს ბომონს მიართმევდნენ მსხვერპლს(ქრისტიანებს მკაცრად ეკრძალებათ ნაკერპალის მიღება, ვინაიდან თანამოზიარე ხდებოდა ავტომატურად იმ რიტუალისა), მის სახელზე ცხვებოდა კვერები, ბასილიკები, ხოლო მეთექვსმეტე საუკუნიდან ლობიანები.

თვითონ ლობიო XVI საუკუნეში შემოვიდა ევროპაში და იქიდან გადმოვიდა ჩვენში, მანამდე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ლობიანის წმინდა ბარბარესთან გაიგივება. ქრისტიანისთვის შეუფერებელია ლობიანის მისადაგება ბარბარობასთან, როგორც მეკვლეობისა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: “ვინც, სახლიდან გამოსული, კოჭლსა და მახინჯს შეხვდება და ამას “ნიშნად” მიიჩნევს, იგი სატანურ საქმეს ჩადის, რადგან დღეს უბედურებად აქცევს არა ადამიანთან შეხვედრა, არამედ ცოდვილი ცხოვრება”. ქრისტიანობამ იცის განწმენდის, სულის განახლების წუთები, ეს გახლავთ აღსარება, ზიარება. ეს არის უმაღლესი დამბეჭვდელი ბედნიერებისა ადამიანის გულში.“

გურიაში ბარბარობას ფეხადობა არის. ეს ტრადიცია დღესაც არის შემორჩენილი და დიდი ყურადღება ექცევა ვინ შემოვა სახლში.

ჟურნალ “თბილისელებთან“ ეთნოლოგი  როზეტა გუჯეჯიანი ვრცლად საუბრობს ამ დღეს რა რიტუალები სრულდება ან სრულდებოდა.

“საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბარბარობის დღესასწაულზე სხვადასხვა სნეულებისგან განსაკურნებლად დედლის ან მამლის შეწირვა ხდებოდა. მაგალითად, ქართლ-კახეთში ბარბარეს თვალის ტკივილის მოსარჩენად და სახადით დასნეულებულის განსაკურნებლად მამლის შეწირვას აღუთქვამდნენ და ცოცხალ მამლებს მისი სახელობის ეკლესიასთან უშვებდნენ; იმერეთში სახადით დაავადებულს მამალს თავზე შემოავლებდნენ, შემდეგ მას თავს, ფეხებსა და ფრთებს წითლად შეუღებავდნენ და ბარბარეს „შვილებად” მიჩნეული „ბატონების“ სახელზე გაუშვებდნენ; რაჭასა და იმერეთში წითელათი ან „ყვავილბატონებით“ დასნეულებულს  დედალს მიუყვანდნენ, რომელსაც წინასწარ წითლად შეღებავდნენ და წითელი ნაჭრებით შეამკობდნენ; ლენტეხში ერთმანეთზე გადაბმულ ორ მრგვალ კვერს სწირავდნენ ქალღმერთს და თან შესთხოვდნენ, თვალის სინათლე არ მოგვაკლდესო. შეწირვა სახლში მზის მხარეს, ოჯახის უფროსი მანდილოსნის მიერ სრულდებოდა. ლოცვისა და შესაწირის შეწირვის დროს შემწირველის გარდა თვალები ყველას დახუჭული ჰქონდა. გურული ექიმი ქალი ათივე თითზე მიიკრავდა ანთებულ სანთელს და ილოცავდა: „წმიდა ბარბალეო, ჩემი აქიმობა ამ წელიწადში გამიმართლე, დუუცვეთელი ქენი და წაღმა დამიგვირგვინე“. გარდა თვალის ჩინისა და სახადისგან დამცველისა, წმიდა ბარბარემ ბავშვთა დაცვის ფუნქციაც შეიძინა.

სვანების დაკვირვებით, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ემპირიული ცოდნა დაგროვდა: რა დღესაც იქნებოდა ბარბარეს დღესასწაული, ყველა შემდგომი დიდი დღესასწაულიც სწორედ ამ დღეს დაემთხვეოდა. მაგალითისთვის: წლევანდელი ბარბარობა, ახალი წელი, შობა და ძველით ახალი წელი ხუთშაბათს ემთხვევა. მათ შორის იყო კარგი და ცუდი დღეები. თუ, ვთქვათ, ბარბარობა სამშაბათ დღეს დაემთხვეოდა, იტყოდნენ, ცუდი წელიწადი დგებაო, რადგან ამ დღეობის სამშაბათს მოსვლამ ცუდი ჭირნახული და მოსახლეობის (განსაკუთრებით – ქალების), ავადმყოფობა და სიკვდილიანობა იცისო. სწამდათ, რომ წელი კარგი იქნებოდა, თუ ბარბარობა ოთხშაბათს, ხუთშაბათს ან შაბათს გათენდებოდა – ამ შემთხვევაში მოსახლეობა მთელი წელიწადი უზრუნველყოფილი იქნებოდა კარგი ამინდით, კარგი მოსავლით, მშვიდობიანობით და ასე შემდეგ.

წმიდა ბარბარეს ქართულ ყოფაში მესაქონლეობისა და შინაური ფრინველის მფარველის ფუნქციაც მიენიჭა. ბარბარობის პარალელურ სახელად ჩამოყალიბდა ტერმინი „ფერხობა“ და „ქათმის ლოცვა“. ამ დღეს ოჯახის დიასახლისი ან სპეციალურად მეკვლედ შერჩეული პიროვნება დღესასწაულს კრუხ-წიწილასაც მიულოცავდა, მათი გამრავლებისა და დაცვისთვის კი სპეციალური რიტუალები სრულდებოდა. გურულებმა ბარბარობას „ფეხადობა“ ანუ „ქათმის ფერხვა” იცოდნენ. მოიწვევდნენ „კაი ფეხის“ მეზობელს და სახლში ღომის ან სიმინდის მარცვლებს მოაყრევინებდნენ. ხალხს ღრმად სწამდა, რომ, „თუ კაი ფეხის კაცმა, გინდა ქალმა, გიფერხა ქათამი ბარბარობას, იმ წელიწადს ყოლიფერი კაი და ბევრი იქნება შენსას“. ბარბარობას მეკვლეობა რაჭაშიც სცოდნიათ. ბარბარობას ოჯახის უფროსი ქალი ადგება ყველაზე ადრე, დაანთებს ცეცხლს, გავა გარეთ და საბძლიდან კალათით შინ შეიტანს ბზეს, რომელსაც სახლში შესვლისთანავე მოაბნევს ძირს და თან იტყვის: „ჩიე, ჩიე, ჩიე, ვარია და ყვინჩილე, ვარია და ყვინჩილე“ – და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ოჯახის დანარჩენ წევრებს ფეხზე წამოდგომა. 

ქართლში, ამ დღესასწაულზე დილით ტახტზე ქერის ან სიმინდის მარცვალს დაყრიდნენ, მოსულ მეკვლეს ზედ დააბრძანებდნენ, ფეხებს მოაკეცვინებდნენ და თან დასძახოდნენ: „მეკვლევ, კარგად მოიკეცე, რომ წრეულს კრუხებმა კარგად გამოჩეკონ და წიწილები ბლომად მოგვცენო“. ამ დღეს ნაბადმოსხმულ კაცს შინ არ შეუშვებდნენ – ამბობდნენ, ნაბდიანი კაცის შინ შესვლამ მობუზული წიწილები იცისო.“

გაზიარება16Tweet10Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძარი ქობულეთში _ არის მსხვერპლი

10:02; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30 იანვარი, 2026

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება ცნობილია

ყველა სიახლე

ზაფრანი

„ამხანაგი კოტე იმ პავლე მახარაძის ძმისშვილია და შენებურად ნუ შერისხავო“

9:44; 1.02.2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

9:38; 1.02.2026
სპორტი

„სადაურია ეს ფეხბურთელი, რუსს არ ჰგავსო“

9:33; 1.02.2026
პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31.01.2026
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

17:57; 31.01.2026
საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31.01.2026
პოლიტიკა

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პარლამენტს, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

14:59; 31.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილის დაკავება _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

14:20; 31.01.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს

12:40; 31.01.2026
სამართალი

პოლიციელზე ძალადობისთვის ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი დააკავეს

12:25; 31.01.2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31.01.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31.01.2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31.01.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:09; 31.01.2026
ზაფრანი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

10:14; 31.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო