შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა მხოლოდ 1 ოჯახის სახლი დააზიანა.
“გუშინწინ მოხდა. ლოდები და ხეები ჩამოიტანა, სახლსაც დაარტყა და საბძელსაც. სახლი შეამტვრია, ყველაფერი დააზიანა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი დიასამიძემ.
ჩანჩხალოში მერის წარმომადგენელის, გოდერძი მახარაძის თქმით, მომხდარის შესახებ შუახევის მერია ინფორმირებულია.
ვრცლად: “ბათუმელები”