ავსტრიაში შექმნილი ეპიდვითარების გამო ლოკდაუნი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოკდაუნი ავტრიაში 17 ნომებრიდან 6 დეკემბრამდე იქნება ძალაში და ამ დროის განმავლობაში მოსახლეობას სახლის და ბინის დატოვება შეეძლება მხოლოდ გარკვეული მიზეზების გამო – მაგალითად, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებში, სამსახურში წასვლის ან ექიმთან მისვლის მიზნით შეეძლება.
ასევე დასაშვებია გასეირნება ან სირბილი. თითქმის ყველა მაღაზია დაკეტილია, გარდა იმ ტიპის მაღაზიებისა, როგორიცაა სუპერმარკეტები, აფთიაქები ან ბანკები.