საქართველოს სახალხო დამცველი პანკისში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ნინო ლომჯარიას თქმით, მზადაა შეხვდეს დაპირისპირებულ მხარეებს:
“უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები!
მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ და საკითხის მოლაპარაკებების ფორმატში გადაჭრისკენ _ უნდა გაგრძელდეს დიალოგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის როგორც ინფორმირება, ასევე, მათი აზრის მოსმენა. მზად ვარ ადგილზე შევხვდე დაპირისპირებულ მხარეებს.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს დაპირისპირების გაღრმავება და დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება!”, _ წერს ლომჯარია.