ლონდონში, გარდაცვლილებს გლოვობენ. დაუნინგ სტრიტსა და სკოტლანდ იარდის შენობებზე დროშები ნახევრად დაუშვეს.
დროშების დაშვების განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გასცა.
ბოლო ინფორმციით, ლონდონში მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის არის პოლიციელი, რომელსაც თავდამსხმელი დანით დაესხა თავს. გარდაცვლილია ასევე ეჭვმიტანილიც. დაშავებულთა შორის სამი სამართალდამცავია. დასავლური მედია მომხდარს “ტერორისტულ აქტად” აფასებს, თუმცა ოფიციალური უწყებები სტატუსის მინიჭებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved