ადამიანების ჩხუბი მეტროში ვის არ უნახავს, თუმცა, თაგვების? ერთგვარად უცნაურად ჟღერს, თუმცა მეტრო ხომ ის ადგილია, სადაც უამრავ უცნაურობას შეიძლება, წააწყდე.
ფოტოს, სახელწოდებით _ “სადგურის ჩხუბი” ავტორი სემ როულია, რომელმაც ის Nikon D500-ით გადაიღო. კონკურსში 100-ზე მეტი ქვეყნიდან 48 000 ნამუშევარი შევიდა. გამარჯვებულ ფოტოს 28 000-მდე ადამიანმა მისცა ხმა.
“ჩემი ცხოვრების ოცნება იყო ამ კონკურსში გამარჯვება სწორედ ამგვარი, ყოველდღიური ყოფის ამსახველი ფოტოთი, რომელიც ჩემს მშობლიურ ქალაქშია გადაღებული,” – სემ როული.
წყარო : Marketer.ge