REUTERS-ის ინფორმაციით, ლონდონში პოლიციამ კლიმატის ცვლილებების შესახებ გამართულ მიტინგზე 135 ადამიანი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტებმა გადაკეტეს გზები, ხიდები, სკვერები ვესტმინისტერში და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ მიიღონ გადაუდებელი ზომები ნახშირბადის ემისიების შესაჩერებლად.