22 მარტს, ლონდონში, პარლამენტის შენობასთან გახორციელებული ტერაქტის საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით აღნიშნული განცხადებასკოტლანდ იარდის კონტრტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელმა, მარკ როულიმ გააკეთა.
„ამ ეტაპზე ვიკვლევთ, მოქმედებდა თუ არა ხალიდ მასუდი მარტო ან იყო თუ არა შთაგონებული ტერორისტული პროპაგანდით, ხომ არ წაახალისეს ან ხომ არ მართავდნენ მას სხვა პირები“, _ აღნიშნა მარკ როულიმ.
„ჩვენ ცხრა ადამიანი დავაკავეთ, ხოლო ერთი ქალი გირაოთი გავათავისუფლეთ“, – განაცხადა სკოტლანდ იარდის წარმომადგენელმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ორი პირი დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved