ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის მერიის თანამშრომლებს თავში ერთი „ბრწყინვალე აზრი“ მოუვიდათ.
მათ წინადადება წამოაყენეს, რომ ქალაქის მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე მოსახლეობამ ბოსტნები გააშენოს.
მერიის წარმომადგენლების გამოთვლებით, ინგლისის დედაქალაქში არსებული შენობების ბრტყელი სახურავების საერთო ფართი 24 ათასი ჰექტარია.
შესაბამისად წარმოიდგინეთ, თუ რა რაოდენობის მოსავლის მოწევა შეიძლება ამ ფართზე.
თუ “ბოსტანიზაციის” ამ პროექტმა დღის სინათლე იხილა, ამით ლონდონის ეკოლოგიური გარემო მკვეთრად გაუმჯობესდება, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და ინგლისელებიც საკუთარ სუფრას მაღალი ხარისხის ბოსტნეულით დაამშვენებენ.