The Los Angeles Times– ის ინფორმაციით, ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური პირების ცნობით, პალისადის ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო იტონის ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ხანძარმა დააზიანა 10 000-ზე მეტი შენობა ნაგებობა.
ამას გარდა, FBI იძიებს დრონების უკანონო ოპერაციებს, რაც ხელს უშლის ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავებს მუშაობაში.
”როდესაც დრონი აღმოჩენილია პილოტირებული ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავის მახლობლად, ოპერაციები უნდა შეჩერდეს. ეს დარღვევა კომპრომისს აყენებს სტრუქტურის თავდაცვას და სიცოცხლის გადარჩენის მნიშვნელოვან ძალისხმევას”,_ ამბობს ლოს- ანჯელესის ოლქის სახანძრო სამსახურის პრესსამსახური.