სახლთანგელოზობა – მივიწყებული, ძველი ტრადიცია და ლოცვა რომელიც ყველა ოჯახში უნდა შესრულდეს ამ დღეს
ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. როდესაც ოჯახი გასაჭირშია, სახლის ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე..
სახლთანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ, ხორციელის ხუთშაბათს ( წელს ის 7 მარტს ) ამ დროს იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, აცხობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ძღვენს, შემდეგ კი სანთელს უნთებდნენ ოჯახის მფარველ ანგელოზს და მადლობას წირავდნენ მშვიდობიანი წლისათვის, კარგი იქნება თუ ისევ აღდგება ეს ტრადიცია
ყველამ ეცადეთ ამ დღეს დაანთოთ სანთლი ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით და წაიკითხოთ ლოცვა.
ლოცვა სახლთანგელოზობისა
ფუძის ანგელოზო, ჭერის ანგელოზო
კალთა დაგელოცოს, ფრთები დაგელოცოს…
ბედნიერი იყოს შენი ფეხი და შენი სუფევა ჩემს ოჯახში და ჩემს ქვეყანაში! ამინ!“
“საქართველოს იმედი”