რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის РИА Новости ინფორმაციით, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის პრორუსული სეპარატისტული ხელისუფლების გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო დღეს, თავის ოფისში, აფეთქების შედეგად დაიღუპა.
რუსული მედიის მტკიცებით, აფეთქდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
რუსული მედიის წყაროებით, აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები. მათივე ცნობით, სერგეი გორენკოც ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა
ლუგანსკის ცენტრში მდებარე შენობაში აფეთქება ერთი საათის წინ მოხდა.
ავტორი