უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში შესვლისთვის რუსული ტანკების კოლონამ წინ ეუთო-ს სიმბოლოიანი თეთრი მანქანები დაიყენა. ინფორმაციას სააგენტო pravda სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ლუგანსკის რეგიონში, კრასნა ტალივკას, მილოვეს, გოროდიშჩეს მიმდებარედ რუსული ტანკების კოლონები შევიდნენ. მტერმა ეშმაკურად წინ ეუთო-ს სიმბოლოებით თეთრი მანქანები დააყენა. ახლა იქ ბრძოლა მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]