დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია.
ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში 23 ნიმუში იყო შესული გამოსაკვლევად სხვადასხვა საავადმყოფოდან – ძირითადად ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, ასევე ქუთაისის და ბათუმის ერთი შემთხვევა და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად დამატებით შესულია 6 ნიმუში და კვლევა მიმდინარეობს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.