შეფასებისა და ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ აბიტურიენტების ისტორიის საგნის ქულები დაიდო დღეს, რომლის მიხედვითაც სამტრედიელი ლუკა კიკაჩეიშვილი ერთ-ერთი ლიდერია.
მან უმაღლესი 60 ქულიდან 58 ქულა აიღო ისტორიაში, რასაც ლუკა პედაგოგების, ანნა ქარჩილაძის და კახა გალდავას დიდ დამსახურებად მიიჩნევს. პირველი საჯარო სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა ასევე, თითქმის უმაღლესი ქულები მიიღო ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების გამოცდებში: ქართულში 60- დან 58 ქულა, ინგლისურში 78-დან 80 ქულა.
ასეთი შედეგით, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ლუკა კიკაჩეიშვილი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხება სასურველ, კავკასიის უნივერსიტეტში( CU) საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე.
ავტორი