ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ხალხისა და ეროვნული ასამბლეისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ ნატოს ქვეყნები ბელარუსის ტერიტორიაზე შეჭრისთვის ემზადებიან.
,,მიიღეთ ჩემი სიტყვა მხედველობაში, მე არასდროს მომიტყუებიხართ. ნატოს ქვეყნები ემზადებიან ბელარუსის ტერიტორიაზე შეჭრისთვის ჩვენი ქვეყნის დასანგრევად,“ – თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსის დიქტატორმა თავისი განცხადება იმით ახსნა, რომ დღეს, მისი აზრით, ნატოს ჯარები დაჩქარებული ტემპით ლაგდებიან აღმოსავლეთის მიმართულებით.
მისი შეფასებით, ბლოკის დაჯგუფებას მხოლოდ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჰყავს 21000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. 250 ტანკი, თითქმის 500 ჯავშანმანქანა, დაახლოებით 150 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
“და ისინი დემონსტრაციულად ვარჯიშობენ ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან,” – თქვა ლუკაშენკომ.
გარდა ამისა, ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ დასავლეთი ასევე აყალიბებს პოლკებსა და ლეგიონებს გადატრიალების განსახორციელებლად.
“როცა დრო მოვა, ყველაფერს გეტყვით. დღეს ამის დრო არ არის, შრომატევადი მუშაობა ფარულად გრძელდება”, – თქვა მან.
ავტორი