ჩვენ ორივე თანააგრესორები ვართ, ყველაზე საძაგელი და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პუტინთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენ ორივე თანააგრესორები ვართ, ყველაზე საძაგელი და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე. მხოლოდ ერთ რამეზე ვდაობთ – ვინ უფრო მეტად არის.
ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ამბობს, რომ – მე, მაგრამ მე უკვე ვფიქრობ, რომ – ის. შევთხნხმდით, რომ ორივე ერთნაირები ვართ. თუ ვინმე ფიქრობს, ჩვენ გაგვხლიჩოს, დაგვაპირისპიროს, არ გამოუვა“, – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში ჩავიდა.
ავტორი