ბელარუსის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზდენტ ვლადიმერ პუტინს მინსკში მოლაპარაკებების გასამართად იწვევს.
“ნუ მოახდენ ზელენსკიზე ზეწოლას – დაარწმუნე იგი. მოდი მინსკში, დაჯექი, ხმაურის და ყვირილის გარეშე – ჩვენ შევთანხმდებით”, – უთხრა ლუკაშენკომ ამერიკელ ბლოგერს.
ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეიძლება იყვნენ პარტნიორები გლობალური სტაბილურობისთვის და მიიჩნევს, რომ ეს “აუცილებელია კონფლიქტების დასასრულებლად”.
მიუხედავად მოწვევისა, ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურდა შუამავლის როლი სხვა ერებს შორის.
“ყველაზე მეტად, მე მძულს მედიაცია. ეს ნიშნავს ვინმეს შორის ყოფნას და პრეტენზიას, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია”, – თქვა მან.
ბელარუსმა ადრე უმასპინძლა მოლაპარაკებებს უკრაინას, რუსეთს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო) შორის 2014 და 2015 წლებში, რამაც გამოიწვია მინსკის შეთანხმებები. შეთანხმებები მიზნად ისახავდა დონბასის ომის შეჩერებას, რომელიც გამოწვეული იყო 2014 წელს რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრით.
რუსეთმა ორივე შეთანხმება დაარღვია. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ორი დღით ადრე, პუტინმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებები „აღარ არსებობდა“.































































